ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის მოადგილის, სერგო ლეჟავას ინფორმაციით, სოფელ გომში (თავგომში) ხანძარს ამ დროისთვის მაშველი-მეხანძრები ებრძვიან.
“დაკვამლიანება არის დიდი. შეიმჩნევა, რომ ხანძარი ქვემოთ მოდის. ველოდებით ვერტმფრენებს. აქტიურად მუშაობენ მეხანძრე-მაშველები,“_ გვითხრა სერგო ლეჟავამ.
ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.