ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში კურორტ გომისმთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღება ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა, თუმცა საკრებულოს სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცება გადაიდო.
“გამომდინარე იქედან, რომ გომისმთას უნდა მიენიჭოს დასახლებული ტერიტორიის სტატუსი, შესაბამისად, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეთხოვა მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს დაიწყონ დასახლებული ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება. ამის შემდეგ მოხდება მოხდება კურორტ გომის მთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება“, _ აღინიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ საკრებულოს სხდომაზე.
კურორტ გომისმთის განაშენიანების გეგმის შემუშავება გასულ წელს ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტმა დაიწყო და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ეს გადაწყვეტილება კურორტის გეგმაზომიერი განვითარების მიზნით იქნა მიღებული.