მომხმარებლებს მსოფლიო მასშტაბით, Google-ს სერვისებზე წვდომა უჭირთ.
კერძოდ, არ მუშაობს Gmail-ი, YouTube, Google Drive და Google Docs-ი. ამასთან, შეუძლებელია საკუთარ ექაუნთზე შესვლა.
Downdetector-ის მონაცემებით, სერვისებთან წვდომისას პრობლემები ევროპასა და აგრეთვე აშშ-ში მყოფ მომხმარებლებს შეექმნათ.