ხაშურის საავადმყოფო “გორმედში“, ბოქსირებულ პალატაში მოთავსებული 3 მოქალაქე, მათ შორის, ორი ირანელი, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
“ჩვენ ვმოქმედებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროტოკოლით და აქედან გამომდინარე, სამივე პაციენტი მოთავსებული იყო ჩვენთან, ბოქსირებულ პალატაში.
ორ მათგანს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა.
ირანის მოქალაქეებმა საზღვარი გამოკვეთეს 22 თებერვალს. გამოვიძახეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები.
მათი გადაწყვეტილებით, სამივე პაციენტი გადაყვანილი იქნენ გორის ჰოსპიტალში“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს „გორმედის“ ქსელის დირექტორმა ვასილ ჭეიშვილმა.