გორში დაკეტილი რამდენიმე საარჩევნო უბნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ცესკოში არ ადასტურებენ.
„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გორში რამდენიმე საარჩევნო უბანი დაკეტილია და 4 საარჩევნო უბანზე არ იმყოფებიან კომისიის წევრები. საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაამოწმა აღნიშნული და ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გორში საარჩევნო უბნებში ჩვეულებრივად მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი“,_აცხადებენ ცესკოში.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გახსნილია 105 საარჩევნო უბანი და რეგისტრირებულია 111 623 ამომრჩეველი.