ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის ინფორმაციით,
ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები ხვალიდან განახლდება და მოხდება, როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პიკეტირება. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.
მისივე განცხადებით, აქციები რეგიონებშიც გაიმართება.
„აქციები იქნება მანამდე, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული. შედეგია, დემოკრატიული საარჩევნო სისტემის ფორმირება. თუ ხელისუფლება დადებულ პირობას არ შეასრულებს, პროტესტები იქნება, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ ჩამოიშლება. გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე ან „ქართული ოცნება“ ვერ გაუძლებს საგარეო და საშინაო ზეწოლას. მისი მომავალი ხალხის ნებით იქნება განსაზღვრული, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან წავა. როცა საჭიროება იქნება, პარლამენტის ტრიბუნას გამოვიყენებთ, რათა უმრავლესობას კომფორტულ ვითარებაში ყოფნის საშუალება არ მივცეთ”, – განაცხადა გოცირიძემ.