ოპოზიციონერი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე სასამართლოს მიერ ნიკა მელიას მისამართით განაჩენის გამოტანას ეხმაურება.
მისი თქმით, ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი, რომელიც სასამართლოში იმყოფებოდა, გახარებულია.
„გვაქვს სიხარულის გრძნობა,“ – ამბობს ვაშაძე და სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ხელისუფლების მიერ „სახის შენარჩუნების მცდელობად“ მიიჩნევს.
„თუ ეს დიალოგისკენ გადადგმული ნაბიჯია, ყველა მივესალმებით სიხარულით, რომ იდეოლოგიური და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა სასამართლოს მეშვეობით, დასრულდება,”_ განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას 25 ათასლარიანი ჯარიმის გადახდა და 27 თვით თანამდებობის დაკავების შეზღუდვა მიუსაჯა, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს კი 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.