გუდაურის სამაშველო სამსახურმა დღეს დილით, დაახლოებით, 25 წლის გოგოს ცხედარი იპოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთის კურორტების განვითარების კომპანიის სამაშველო სამსახურის უფროსმა ვაკო დუნდუამ განუცხადა.
მისი განცხადებით, ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და იდენტიფიცირებულია.
როგორც ცნობილია, კობი-გუდაურის გზაზე ზვავი 15 თებერვალს 12:00 საათიდან 13:00-მდე შუალედში ჩამოწვა. რუსი ტურისტების ოთხკაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში საძელის ქვედა ტერიტორიაზე სრიალებდა. ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ტურისტი დაიკარგა.