რამდენიმე დღის წინ ტინდერის “Swipe Sessions” ამერიკელმა მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა 29 წლის ქანთრის მომღერალ ბრუკთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ლოპესი ბრუკს ტინდერის მეწყვილეების არჩევაში ეხმარებოდა, როდესაც ახალგაზრდა კაცის დანახვისას სერიოზული რჩევა მისცა:
“33 წლამდე ბიჭებს ვერაფერში გამოიყენებ”, – თქვა მან.
როგორც ნიუ-იორკში მოღვაწე ურთიერთობების ექსპერტი ჯეინ გრირი ამბობს, ლოპესი არც თუ ისე ცდება და თუ ქალებს სერიოზული ურთიერთობები სურთ, ამისთვის 35 წლამდე კაცები არ გამოადგებათ.
“30-დან 35 წლამდე კაცები პროფესიულ ზრდაზე არიან ორიენტირებულნი და ფინანსურ სტაბილურობას ეძებენ. ეს მათ ცხოვრებაში სიმშვიდის პოვნაში ეხმარებათ. შედეგად ის მოწიფულობა, რომელიც მათ ოჯახის შესაქმნელად სჭირდებათ, გამოცდილებითა და წარმატებით მოდის”.