პაციენტის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა – ისეთივეა როგორიც იყო შემოსვლისას, – ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
ექიმის განმარტებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.
ოჯახის ინფორმაციით კი დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული გახდა. ახლობლები უკვე იმაზე ფიქრობენ, რომ საზღვარგარეთიდან ექიმები ჩამოიყვანონ.
“ყველაფერი ცუდისკენ მიდის. მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს. ბოლოს გულში რამე ხინჯად რომ არ დამრჩეს, მაინც ჩამოვუყვან ექიმს,” _ ამბობს დაჭრილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.