თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ გამართლებული ასლან ბეჟანიძის სისხლის სამართლის პროცეზე “გურია ნიუსის” ჟურნალისტს ფოტოგადაღების უფლება არ მისცა. მოსამართლეს არ განუმარტავს, რის გამო ეთქვა ჟურნალისტს ფოტოგადაღებაზე უარი.
ცნობისთვის, “გურია ნიუსმა” ფოტოგადაღებისა და აუდიოჩაწერის უფლება კანონით განსაზღვრულ ვადებში ითხოვა. რადგან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ პროცესების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოვაქვეყნოთ.
“გურია ნიუსი” აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას 2016 წლის ოქტომბრიდან აწარმოებს. ამ დრომდე, არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში მსგავსი პრობლემა აღნიშნულ საქმეზე გამართულ პროცესებზე არ გვქონია სასამართლო სხდომა 13 წლის წინ მოკლული დავით ოთხმეზურის საქმეზე ამ წუთებში მიმდინარეობს.
ოთხმეზურის მკვლელობის საქმე მთავარი პროკურატურამ 12 წლის შემდეგ გახსნა. 2016 წლის მარტის ბოლოს ბრალდებულის სახით ასლან ბეჟანიძე დააკავა. მოგვიანებით, 2016 წლის დეკემბრის ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი დარახველიძემ ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოდ ცნო. პროკურატურამ სასამართლოს ეს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. დღევანდელ პროცესზე ასლან ბეჟანიძის დაცვის მხარე შესავალ სიტყვას კითხულობს.