2017 წლის კონკურსის „სუფთა რეგიონის“ გამარჯვებული გურიის რეგიონია. შესაბამისი სიგელი და სპეციალური პრიზი, დღეს, გურიის გუბერნატორს მერაბ ჭანუყვაძეს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ გადასცა.
კონკურსი „სუფთა რეგიონი“ საქართველოში მიმდინარე წლის აპრილში გამოცხადდა და ის ხუთ ნომინაციაში ჩატარდა.
ნომინაციშია „სუფთა მუნიციპალიტეტი“ კასპის მუნიციპალიტეტეტმა გაიმარჯვა; ყველაზე “სუფთა ქალაქის” ტიტული ზუგდიდმა მიიღო; ყველაზე “სუფთა სოფელის” სტატუსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიას ერგო; ნომინაციაში _ “ყველაზე ლამაზი ეზო” ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები პაატა გოგელიას ეზო დასახელდა.
დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ქალაქ თბილისის საკრებულოში ჩატარდა, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფითა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით მოეწყო.