„ლანჩხუთის საფეხბურთო გუნდ „გურიას“ მთავარ მწვრთნელად ლანჩხუთელი გიგა იმედაიშვილი დაინიშნა“, _ ამის შესახებ „გურია თუდეი“ იუწყება.
„პოსტზე გიგა იმედაიშვილმა ლევან ხომერიკისა და ვანო მახარაძის დუეტი შეცვალა. ახალგაზრდა სპეციალისტი ა ლიცენზიის მფლობელია, მუშაობდა „გურიასა“ და ადგილობრივ საფეხბურთო სკოლაში, ბოლოს კი _ გვიმბალაურის აკადემიაში.
გიგა იმედაიშვილი უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას, მას გიგლა იმნაძე და გია გოგუა დაეხმარებიან.
„გურია“ ნელ-ნელა იკრიბება“, _ ამბობს „გურია თუდეი“.