გურიაში თვითიზოლაცია 71 ადამიანი იმყოფება, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ მიაწოდა. მჟავიას თქმით, დღეს კარანტინში გურიიდან არცერთი პირი არ გადაუყვანიათ.
“გუშინ გადაიყვანეს ერთი პირი. დღეს მსგავსს ქმედებას ადგილი არ ჰქონია, _ გვითხრა არჩილ მჟავიამ.