ჩეხეთის დელეგაცია გურიაში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს რეგიონის გაცნობა წარმოადგენდა.
გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩეხეთის რესპუბლიკის პარდუბიცეს რეგიონის გუბერნატორს მარტინ ნეტოლიცკის შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს გურიისა და პარდუბიცეს მხარეებს შორის მიმდინარე ერთობლივი პროექტების შესახებ.
პრიორიტეტულ მიმართულებებს სოფლის მეურნეობა, პროფესიული განათლება, კულტურა და ტურიზმი წარმოადგენს. აღნიშნულ თემებზე მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, უახლოეს მომავალში მხარეებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, პარდუბიცეს რეგიონის გუბერნატორის მოადგილე რენე ჟივნი და რწმუნებულის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი და გია ებრალიძე.(R)