გურიაში თითქმის ერთი საათია ძლიერი ქარია. ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე რამდენიმე ხეა წაქცეული.
გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმზეა გადასული და როგორც გვითხრეს, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია.
თუმცა, ამ დროის მონაცემებით, არცერთ მუნიციპალიტეტში სტიქიას მნიშვნელოვანი ზარალი არ გამოუწვევია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ძლიერი ქარის შედეგად გურიას 5 მილიონზე მეტი ლარის ზარალი მიადგა _ დაზიანდა ათობის საცხოვრებელი სახლი, განადგურდა ინფრასტრუქტურა და მოითხარა ხეები.
მაშინ სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა.