გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 45 042-მდე. სულ გვაქვს 499 გარდაცვალების შემთხვევა.