გურიაში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ექიმ-ნევროპათოლოგად მუშაობდა.
„ორმხრივი პნევმონია განუვითარდა, რისკის ფაქტორი ჰქონდა ენდოკრინული დარღვევები, სიმსუქნე მეოთხე ხარისხის, თანმხლები დაავადებები და სამწუხაროდ გუშინ გარდაიცვალა“,_ გვითხრა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა.