ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მესამე, ხოლო გომის ტყეში მეორე დღეა რაც ხანძრის კერებს ებრძვიან. ვაკიჯვარში, ქარსაცავ ზოლზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მეხანძრე-მაშველებმა გუშინ მოახერხეს, თუმცა, ცეცხლი შუადღეზე თავიდან გაღვივდა.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გომის ტყეში, სადაც რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკა ვერ ახერხებს ხანძრის კერასთან მიახლოებას.
როგორც „გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა მგელაძემ უთხრა, ხანძრის ჩამქრობ სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძრის ჩაქრობას 165 მეხანძრე-მაშველი ცდილობს.
სიტუაცია ამ დროისთვის სტაბილურია.