უდიდესი პატივისცემით გილოცავთ დღევანდელ დღეს და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ“ – გუბერნატორმა 95 წლის ქალბატონს 8 მარტი მიულოცა. გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, მოადგილესთან არჩილ ყაზაიშვილთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრებ 95 წლის დარეჯან ხანთაძეს ესტუმრა და ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი მიულოცა.
„დიდი მადლობა გუბერნატორს, რომ მესტუმრა, დამაფასა. დღევანდელი დღე მომილოცა და დამასაჩუქრა. ყველას წარმატებით გევლოთ“ – აღნიშნა დარეჯან ხანთაძემ. დარეჯან ხანთაძეს საპატიო დვაბზუელის წოდება 2017 წელს მიენიჭა.
R)