“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა.
მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, ჭანუყვაძემ ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
აღნიშნული ინფორმაცია პირად საუბრებში “გურია ნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციაშ დაუდასტურეს.
აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობდნენ, რომ ჭანუყვაძე თანამდებობას შეინარჩუნებდა და მისი წასვლა არც კი განიხილებოდა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ ჭანუყვაძემ თანამდებობა დღეს დატოვა.
მერაბ ჭანუყვაძე გურიის გუბერნატორის პოსტს თითქმის ერთი წლის მანძილზე იკავებდა. მანამდე ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.