სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე მეტად საინტერესო სტატუსს აქვეყნებს.
მე-18, მე-19 საუკუნის ერთი გურული ხელნაწერი, რომელსაც “ქრონიკები შემთხვევათა გამო” ჰქვია საინტერესო ინფორმაციებს შეიცავს მე-19 საუკუნის განმავლობაში მომხდარი ბუნების მოვლენების შესახებ.
“ქრონიკებში” პოლიტიკური მოვლენები, ამინდის უჩვეულობები და ეპიდემიების გავრცელების შემთხვევებია აღწერილი, რომელიც გურიის ტერიტორიაზე იმ დროს დაფიქსირდა. აი ამონარიდები:
ჩღპე (1785) მაისის ზ-ს საშინელი მიწისძვრა იქმნა და სახლები დაინგრა.
ჩყკვ (1826) აგვისტოს ბ-ს დღეს დიდი წყლობა იქმნა და სოფლები დახვეტა. ამავე თვეში მკალი მოვიდა, სიმინდი და ღომი შეჭამა.
ჩყკთ (1829) რუსმა სრულიად ქობულეთის სიმაგრე აიღო და რუსებს მიეხმარა გურულები, აგვისტოს ვ-ს დღესა.
ჩყიბ (1812) დიდი შიმშილი და ჟამი გაჩნდა; ასთე რომ მბრავალი ხალხი დაიხოცა. თითქმის აღარ დარჩენილა მეოთხედი.
ჩყკ (1820) გენათელი და ქუთათელი რუსეთს წაიყვანეს და დაკარგეს. შემოქმედს კუდურენცი მოკლეს და შემოქმედის ციხე მოსჭრეს და შემოქმედელები დასწვეს.
ჩყმა (1841) გურიაში პუნტი მოხდა იმაზე, რომ რუსებმა ფოშტის ფარა დაადვა გურულებს გარდასახადად, გურულებმა არ ქნა.
ჩყნა (1851) ივლისის 3-ს მზე დაბნელდა და ხალხი ზალიან შეშინდა.
ჩყნდ (1854) აპრილის თვეშიდ ოზურგეთს გამოვიდა თათარი. ამავე წელში ლანჩხუთში ჩხუბი იქმნა, მაისი კზ-ს დღეს. მრავალი კაცი დაიხოცა და თათრის ფაშა ხასან თავდგირიძე მოკლეს რუსებმა და რუსებს ეხმარებოდა გურიის მებატონეები გურიელები. იმავე წელში ჩოლოქში თათრის რუსის ჩხუბი მოხდა და რუსებმა და გურულებმა მოშალეს თათრები.
ჩყობ (1872) თვეში საშინელი ქარი მევიდა, დღე და ღამის გაყრის დროს; მრავალი ხეები წაიქცნენ და ამ დროს საშინელი მიწისძვრა იქმნა; სახლები დაშალა. თვითქმის რომ ქვეყანა შეშინდა.
ჩყოთ (1879) ქრისტეშობის თვიდან დამოკიდებული აპრილამდი ითოვა და მოვიდა დიდი, საშინელი თოლი და არ გაწყვეტილა დიდხანს. ხალხმა ბრეული ნადირი მოკლა; ასე რომ აღარ დარჩენილა ერთი.