“მინდა სულით ავადმყოფებს და პოტენციურ მკვლელებს ვუთხრა, დაწყნარდით, საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქრეთ” _ წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი ბართლომე.
მისი თქმით, ის გუშინ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ჭორია:
“იძულებული ვარ დავწერო. გუშინ გახლდით საჩხერეში, კერძოდ ჭორვილაში ციცინო ბებოს მოსანახულებლად, ბატონი ბიძინაც იქ გახლდათ.
ერთად ვისადილეთ, ჯანმრთელია და არაჩვეულებრივად გამოიყურება მტრების ჯინაზე. მინდა სულით ავადმყოფებს და პოტენციურ მკვლელებს ვუთხრა, დაწყნარდით, საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქრეთ.
ადამიანები, რომლებიც ცუდს უსურვებთ ბიძინას და “ვენოკებით” დადიხართ, ხელმოცარული კუდიანები ხართ. უფალმა მოგკითხოთ და მოგაგოთ თქვენი სიმართლისამებრ”, – წერს არქიმანდრიტი.