ჩოხტაურის #62 საოლქო სარჩევნო კომისიის გუთურის საარჩევნო უბანი მმართველის პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.
ამ უბანზე ზურაბიშვილს 406-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის სარაგებლოდ კი არჩევანი 99-მა ამომრჩეველმა გააკეთა.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ირმა სიხარულიძის ინფორმაციით, 15 ბიულეტენი ბათილი აღმოჩნდა.
საარჩევნო უბანზე 908 ამომრჩეველია დარეგისტრირებული და აქედან არჩევანი დღეს 520-მა ამომრჩეველმა გააკეთა.