ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 91%-იანი წილის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები მორიგ განცხადებას, რომლის თანახმადაც “რუსთავი 2”-მა მათი განცხადება არ გააშუქა და ხვალიდან ტელეკომპანიის კოლექტივთან კონსულტაციებს დაიწყებენ, ნიკა გვარამია პასუხობს:
“ქრონოლოგია იყო ასეთი:
1. შემოგვთავაზეს (საკუთარი ინიციატივით) რ2ის დაყადაღებული 40%, რომლის გადმოცემა ყადაღის მოხსნის შემთხვევაშიც იურიდიულად შეუძლებელია (მოითხოვს 9%ის მფლობელის თანხმობას, რომელიც ხელისუფლების თამაშშია ჩაბმული და არც ერთ ვითარებაში ამგვარი თანხმობა არ გაუცია).
2. ვუპასუხეთ უარიათ და ვითხოვეთ (და არა მოვითხოვეთ) შპს საქართველო, თუ დამფუძნებლებს ქონდათ რეალური, და არა თვალის ასახვევი სურვილი კოლექტივი ჩაერთოთ პროცესებში).
3. პასუხად შემოგვთავაზეს შპს საქართველოს 51%.
4. ვუპასუხეთ თანხმობით და შევთავაზეთ ფორმა – შპს რუსთავი 2 ჩემია, კოლექტივის ფართო ჩართულობით, რისი დემონსტრირება მოხდა ეთერში. შპს იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ცალკეული პირების წლიებზე ნადირობა და გადაბირება (ანუ, ისევ თვალის ასახვევ შეთავაზებასთან არ გვქონოდა საქმე).
5. პასუხად მივიღეთ – ცუდად გააშუქეთ ჩვენი შეთავაზება, არავითარი შპს, კოლექტივთან ვიწყებთ მოლაპარაკებებსო (“ცუდად გაშუქება” არ შეესაბამება სინამდვილეს).
ძვირფასო დამფუძნებლებო: მოელაპარაკეთ ვისაც და რა ფორმიტაც გნებავთ. კოლექტივის უმრავლესობამ პასუხი გაგცათ ღია ეთერით. აწი ვისაც გნებავთ იმას გადაეცით თქვენი წილები და რა ოდენობიტაც გნებავთ. გნებავთ, საერთოდ ნუ გადასცემთ ნურავის ნურაფერს. ჩვენ არ გამოვსულვართ თავდაპირველი მოთხოვნით, გინდა თუ არა, რამე გადმოგვეცითთქო. ღიად მივიღეთ ეს შემოთავაზება და ღიად ჩავებით დისკუსიაში.
ამ დისკუსიაში წარმოვაჩინეთ ერთი მკაფიო პოზიცია – წილების გადმოცემა თვალის ასახვევად, რომ კოლექტივი წყვეტს ამიერიდან ყველაფერს, არ გამოვა. არ ვაპირებთ ლეღვისფოთლობას. ადამიანების დახარბება და კოლექტივში ბზარის შეტანა რაღაც მითიური დივიდენდებით და ჩემი ხელფასის და ვინ რა პრემია მიიღო, იმის ყველასთვის მოყოლით არის ძალიან ცუდი საქციელი და ამაზე უარესს ნორმალური ბიზნესმენი და მენეჯმენტზე ელემენტარული წარმოდგენის მქონე ადამიანი, ვერ გააკეთებს.
საბოლოო ჯამში, ვერც მე და ვერც ბევრი რ2ელი, საერთოდ ვერ ვხვდებით, რა განზრახვით დაიწყეს ეს ყველაფერი ძმებმა ყარამანიშვილებმა ისე, რომ ისიც არ გვაცალეს, სტრასბურგის გამარჯვება გვეზეიმა. ეს გამოცანად რჩება, ისევე, როგორც ამ შემოთავაზებების მიზანი” _ წერს გვარამია.