საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა.
ყოფილმა პირველმა ლედიმ საქართველოს დღევანდელ ყოფაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანაში პროცესები სწორად არ ვითარდება. რულოვსი არჩევნების გზით, ხელისუფლების ცვლილებაზე მიანიშნებს.
„გვეყოფა სტაგნაცია და უკუსვლა, ხმა მივეცი ევროპული ინტეგრაციის იმ კანდიდატს, რომელიც ღირსეულია.
როგორც ვხედავთ, საქართველოში საქმე მაინცდამაინც კარგად არ მიდის, ამიტომ შეიძლება ცვლილებების დრო არჩევნების გზით გადაწყდეს.
თუ საჭირო გახდა მეორე ტური, ყველა ადამიანი უნდა გამოვიდეს და უნდა აჩვენოს, საით უნდა წავიდეს საქართველო“, _განაცხადა სანდრა რულოვსმა.
წელს ქართველი ამომრჩეველი რიგით მეხუთე პრეზიდენტს ბოლოჯერ პირდაპირი არჩევის წესით ირჩევს.