ლანჩხუთში, გვიმბალაურის #9 საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერდა მხარს, ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს დიდი უპირატესობით მოუგო.
დათვლილი ხმების მიხედვით, ვაშაძემ აქ მხოლოდ 153 ხმა აიღო, ხოლო მისი ოპონენტის სასარგებლოდ არჩევანი 451 ადამიანმა გააკეთა.