კოლუმბიაში ჰოლანდიელი ჟურნალისტები გაიტაცეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, სატელევიზიო პროგრამა „SPOORLOOS“-ის 2 თანამშრომელი გატაცების შესახებ ინფორმაცია ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.
კოლუმბიის სამხედროების განცხადებით, 2 ჰოლანდიელი ჟურნალისტი ჩრდილოეთ კოლუმბიის კონფლიქტის ზონაში მასრქსისტულმა ELN-მ გაიტაცა.