ჰონგ კონგში ასობით მედიკოსი გაიფიცა. მათი მოთხოვნა კორონავირუსის გავრცელების გამო ჩინეთთან საზღვრის დაკეტვაა.
ცნობისთვის, კოორნავირუსის გავრცელების გამო, ჰონგ-კონგმა ჩინეთთან სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლა უკვე შეაჩერა, მაგრამ საავადმყოფოების თანამშრომლები საზღვრის სრულ ჩაკეტვას ითხოვენ.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორი პროფკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში 4 თებერვლიდან გაფიცვას ათასობით ექიმი შეუერთდება.
ექიმებს მიაჩნიათ, რომ თუ საზღვარი სრულად არ ჩაიკეტება, არ ეყოფათ ადამიანური რესურსი, თავდაცვითი აღჭურვილობა და საიზოლაციო ოთახები დაავადებასთან საბრძოლველად.
ჰონგ კონგის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩინეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.
ამ დროისთვის ჰონგ კონგში გამოვლენილია კორონავირუსის 15 შემთხვევა.
შეგახსენებთ, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 361-მდე გაიზარდა, დაავადებულია სულ მცირე 17 205 ადამიანი.