ჰუბეის პროვინციაში კორონავირუსით კიდევ 70 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
ამ დროისთვის კორონავირუსით სულ 563 ადამიანია დაღუპული.
გარდაცვალების უმეტესი შემთხვევები ჩინეთშია დაფიქსირებული, ხოლო 2 ჩინეთს მიღმა, ფილიპინებსა და ჰონგ კონგში.
კორონავირუსის გავრცელების გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გაორციელდა ჩინეთიდან, კერძოდ უხანიდან და ისინი მსოფლიოს მასშტაბით კარანატინის ცენტრებში არიან განთავსებულები.