ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქუთაისის ლაბორატორიებში კოვიდინფექციაზე 134 კვლევა ჩატარდა. დღესდღეობით 10 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ დღეს დილით ბრიფინგზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
,,დინამიკა შემცირებისკენ გრძელდება, რაც დღევანდელ დღეს ძალიან სასიხარულოა იმერეთში და კერძოდ ქუთაისში. ვაგრძელებთ კვლევებს კონტაქტების, ასევე გრძელდება კარავში ტესტების აღება. ათი შემთხვევიდან უმეტესობა კარავში აღებული ტექსტებიდან გამოვლინდა. ყველა მათგანი 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება. სხვადასხვა კერძო კლინიკები ჩაერთო პროცესებში და 300-მდე საწოლი გვაქვს გამზადებული ქუთაისში იმისათვის, რომ მივიღოთ კოვიდ პაციენტები. ამ მიმართულებით, ნამდვილად, წელში გამართულები ვართ“,_ განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.