ლანჩხუთში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 4 შემთხვევაა დადასტურებული.
ინფიცირებული 3 მასწავლებელი და 1 მოსწავლეა.
როგორც ჩვენთან საუბრისას ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნატო მენაღარიშვილი ამბობს, ინფიცირების შემთხვევები სასწავლო დაწესებულებას არ უკავშირდება.
„ლანჩხუთში კორონავირუსი 1 მოსწავლეს და 3 მასწავლებელს აქვს დადასტურებული.
მათგან 2 ერთი ოჯახის წევრია, მეუღლეები არიან. კლასები, რომლებსაც ეს პედაგოგები ასწავლიან გადაყვანილია დისტანციურ სწავლებაზე. რაც შეეხება ინფიცირებულ მესამე პედაგოგს, მას დაინფიცირების დამოუკიდებელი წყარო აქვს. იზოლაციაში იმყოფებოდა მეუღლის ავადმყოფობის გამო და სკოლასთან შეხება არ ჰქონია. ამიტომ სკოლას დამატებითი ღონისძიბის მიღება არ დასჭირვებია მესამე პედაგოგის გამო“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები აკეთის თემში მდებარე ერთ-ერთ სკოლაშია გამოვლენილი.