ლანჩხუთში, ნიგვზიანის საჯარო სკოლის ერთ-ერთი კლასი სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადავიდა.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილია, ამის მიზეზი სკოლაში კორონავირუსის დაფიქსირება გახდა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ კორონავირუსი კლასის მასწავლებელს დაუდასტურდა, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.