ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით, ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა მორიგი არასწორი ინფორმაცია, თითქოს ოზურგეთში “დიდი ოდენობით სურსათ-სანოვაგე ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით შეაქვთ”.
რეალურად, ეს გახლავთ მუნიციპალიტეტის მიერ საბავშვო ბაღების ბენეფიციარებისთვის, კანონმდებლობის სრული დაცვით შესყიდული საკვები პროდუქტი, რომელიც პერიოდულად, პანდემიის პერიოდში ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს გადაეცემათ და აღნიშნულს არავითარი კავშირი არც პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”-თან, არც სხვა რომელიმე პარტიის აქტივობებთან და საპარლამენტო არჩევნებთან კავშირი არ აქვს.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ინფორმაციის გავრცელებამდე ფაქტები გადაამოწმონ, ვინაიდან აღნიშნული ტიპის დეზინფორმაცია აზიანებს საარჩევნო გარემოს. (R)