სოციალურ ქსელ INSTAGRAM -ზე ვარსკვლავების ტელეფონის ნომრებზე და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე კიბერ თავდასხმა გახორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც INSTAGRAM-ში აცხადებენ, პაროლები არ არის მოპარული.
კომპანია აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ მოულოდნელი სატელეფონო ზარების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიმართ ზედმეტი სიფხიზლე გამოიჩინონ.
კომპანიას არ განუცხადებია, თუ რომელი ანგარიშები არის დაზარალებული.
გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების დარღვევა შესაძლოა კომპანიის მიერ დაშვებულმა პროგრამული უზრუნველყოფის შეცდომამ გამოიწვია.
როგორც ცნობილია, INSTAGRAM-ს მსოფლიოში 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რომელთაგან 300 მილიონი მას დღეში ერთხელ იყენებს.