კომპანია IPM-მა, იმის გასარკვევად თუ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობს თავს საქართველოს მოსახლეობა კვლევა ჩაატარა და პირისპირი ინტერვიუს მეთოდით 800 ადამიანი გამოკითხა.
კვლევის მიზნებიდან გამომდინარე IPM-მა ინდექსური მეთოდი გამოიყენა:
“გამოყვანილია ანალიტიკური მახასიათებელი – უსაფრთხოების ინდექსი. ინდექსი გვიჩვენებს თუ რამდენად უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ მოქალაქეები თავს საქართველოში. ინდექსი ითვალისწინებს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა: პოლიციისადმი ნდობა, ქუჩაში უსაფრთხოების განცდის ხარისხი, საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა და სხვა. ინდექსი მნიშვნელობას იღებს 0-დან (საერთოდ არ ვგრძნობ თავს დაცულად/უსაფრთხოდ) 100-მდე (სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს). კვლევის შედეგებიდან გამომდინარე საქართველოში ეს ინდექსი 74-ის ტოლია,” _ აღნშნავენ კომპანიაში.
კვლევის თანახმად, ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება კახეთში (66), ხოლო ყველაზე მაღალი გურიაში (89).
“როგორც კვლევამ აჩვენა, 100 ბალიანი შკალით საქართველოში მოქალაქეები საკუთარ უსაფრთხოებას აფასებენ 74 ქულით. ეს შედეგი შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც დამაკმაყოფილებელი. ასევე აღსანიშნავია, რომ საშუალო მაჩვენებელზე დაბალი შედეგი დაფიქსირდა მხოლოდ თბილისში (68), კახეთსა (66) და სამცხე-ჯავახეთში (71),” _ აღნიშნულია IPM-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.