“იყო ჩემო დაკავბის მცდელობა, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა როგორღაც გამოსტაცეს სმართალდამცავებს ხელიდან ჩემი თავი”, _ ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, პოლიცია იმ დროისთვის მოქმედებდა ქაოტურად.
“პოლიცია მოქმედებდა სრულიად ქაოტურად. ბოლო მომენტში რომელიღაც მაღალჩინოსანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავს დაგვსხმოდნენ ჩვენ, ჩვენ უბრალოდ, მოვედით იმისთვის, რომ გვერდით დაცვდგომოდით იმ ადამიანებს, რომლებიც კარვების გადატანის დროს ათრია პოლიციამ,
მე პირადად ვნახე როგორ მიათრევდნენ ირაკლი ნადირაძეს, ასევე დააკავეს ნიკა მელია.
წარმოიდგინეთ, როცა დეპუტატებს, რომელთა დაკავების უფლება არ აქვთ, ასე ექცევა გახარიას უწყება, როგორ მოექცევა ის რიგით მოქალაქეებს. გახარიას უწყება აფურთხებს ისეთ ადამიანებს, როგორიც ზაზა სარალიძეა. შვილმკვდარ მამას სასადილოში უვარდება, თეფშებს ლეწავს და ისე აკავებს მის გარშემო მყოფ ადამიანებს, _ ამბობს ბოკუჩავა.