საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბორჯღალოსნებს, რუმინელების დამარცხების შემდეგ, ანთიმოზ ივერიელის თასი გადასცა.
გარდა აღნიშნული თასის მოპოვებისა, ამ გამარჯვებით, საქართველოს ნაკრები ერთი ტურით ადრე გახდა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი.