,,ნაციონალური მოძრაობის მოღვაწეობა პარლამენტში, ძირითადად, “მასკარადი” იქნება, _ ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა
როგორ ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “ნაციონალური მოძრაობა” საკანონმდებლო ორგანოს რევოლუციური სცენარის ერთ-ერთ იარაღად განიხილავენ.
„ალბათ უფრო ხმაური იქნება, კონსტრუქციული და საქმიანი ვითარება, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლით არ შეიქმნება, იმიტომ, რომ ისინი პარლამენტს არა საკანონმდებლო ორგანოდ, არამედ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთ იარაღად განიხილავენ, ამიტომ მათი მოღვაწეობა პარლამენტში ძირითადად „მასკარადი“ იქნება“ _ განაცხადა ქადაგიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დღევანდელ, ოპოზიციის გაუქმებულ აქციასთან დაკავშირებით, ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ 2 თვის წინ მიხვდა, რომ ხალხის მობილიზებას ვერ შეძლებდა.
„2 თვით გადადებული ღონისძიება, მითუმეტეს, საპროტესტო, არ არსებობს. თუ რამე საპროტესტოა, 2 თვის განმავლობაში შეიძლება საერთოდ აღარ იყოს. ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა არ უჭერდა და არ უჭერს ოპოზიციის დესტრუქციულ დღის წესრიგს მხარს, ბევრჯერ ნათლად გამოჩნდა და ის, რომ დღეს აქცია არ ჩატარდება, ამის ნათელი მაგალითია. ოპოზიციის ყველა მხარე უნდა მიხვდეს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და თუ რამე უკეთესი შეუძლიათ, პარლამენტიდან გააკეთონ“, _ თქვა ქადაგიშვილმა.