„დღეს გვქონდა ბოლო სამუშაო დღე ქუთაისში, რაც ძალიან სამწუხაროა, ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის. ნამდვილად შეგვაყვარა თავი ამ ქალაქმა და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ვტოვებთ სამუშაო პროცესს ქუთაისში”, _ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რიგგარეშე სესიის დახურვისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის მანდატურის სამსახურს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
“სრულდება რიგგარეშე სესია. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დღეს გვქონდა ბოლო სამუშაო დღე ქუთაისში, რაც ძალიან, სამწუხაროა, ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის. ამ ორი წლის განმავლობაში, ზოგისთვის ექვსი წლის განმავლობაში ნამდვილად შეგვაყვარა თავი ამ ქალაქმა და ძალიან გულდასაწყვეტია ის, რომ ვტოვებთ სამუშაო პროცესს ქუთაისში. და ბოლოს, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მანდატურებს, რომლებსაც ჰქონდათ რთული სესია და მათ შესანიშნავად და ბრწყინვალედ გაართვეს თავი მათთვის დაკისრებულ ამოცანებს. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა მათ მუშაობისთვის”, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.