საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში წამოჭრილ რამდენიმე საკითხზე პარლამენტი მუშაობს და პატრიარქის მოსაზრება მათთვის ყურადსაღებია. ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მორწმუნეებს შობის დღესასწაული მიულოცა.
„გილოცავთ შობის დღესასწაულს. მივულოცავ სრულიად საქართველოს – შობის მადლი ფარავდეს თითოეულ ჩვენგანს, თითოეული ჩვენგანის ოჯახებს. მნიშვნელოვან საკითხებზე იყო ყურადღება გამახვილებული პატრიარქის ეპისტოლეში, მათ შორის საუბარი იყო ისეთ საკითხებზე, თემებზე, რომელზეც მუშაობს საქართველოს პარლამენტი და ის გზავნილები, რომლებიც იყო გაჟღერებული ეპისტოლეში ჩვენთვის არის საყურადღებო.
მათ შორის საუბარი იყო დემოგრაფიის საკითხებზე, საუბარი იყო ნარკოპოლიტიკაზე – ამ საკითხებზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ის გზავნილები, რომლებიც იყო გაჟღერებული ეპისტოლეში, იქნება ჩვენთვის ყურადსაღები და მუშაობის პროცესში გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1tv,ge