პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუჭავამ წინასაარჩევნო შეხვედრა სოფელ დაბლაციხეში გამართა.
მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს 2014 წლიდან გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, მათ შორის, საოფლის გაზიფიცირების საკითხზე.
ირაკლი კუჭავამ დაბლაციხის ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ჯიქია წარუდგინა და წარმატებები უსურვა.