პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი, ტელევიზიაში ბრუნდება. პოლიტიკოსმა ამის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. ის 14 აპრილიდან თავისსავე ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში გათაცემას “სტუდია #8” წაიყვანს.
“14 აპრილიდან შევხვდებით “ობიექტივის” ეთერში! ყოველ ორშაბათს და პარასკევს, 22 საათსა და 30 წუთიდან ეთერში იქნება სტუდია #8, ირმა ინაშვილთან ერთად!!!”, – წერს ინაშვილი.
მანამდე კი, ინაშვილმა მარტის დასაწყისში თქვა: “ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, პოლიტიკაშიც, ჟურნალისტიკაშიც და ბოლო-ბოლო სიმღერებს დავწერ, რა!”