ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის #1 საჯარო სკოლის დაწყებითების პედაგოგმა ირმა კუჭავამ, რომელიც 2011 წლიდან უფროსი მასწავლებლის სტატუსის მფლობელია, რამდენიმე დღის წინ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს მიღებული ახალი სასწავლო სქემის თანახმად, პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე _ უფროსი პედაგოგები, მესამე კატეგორიას _ წამყვანი მასწავლებლები, მეოთხე კატეგორიას კი მენტორი მასწავლებლები იკავებენ. 2017 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების მონაცემებით, მასწავლებელთა გადანაწილება კატეგორიების მიხედვით ასეთია: პრაქტიკოსი _ 44 570, უფროსი _18 809, წამყვანი-216, მენტორი _9.