პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამძიმარს უცხადებს ავრანეთში დაღუპული ქართველის ოჯახს, დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრტელებას უსურვებს.
„საქართველოს პარლამენტის და ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. ის იცავდა მსოფლიო და, პირველ რიგში, საქართველოს უსაფრთხოებას ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში – ავღანეთში. მისმა ოჯახმა, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და საქართველომ უდიდესი დანაკლისი განიცადა. ეს უმძიმესი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ფასდაუდებელია სამშობლოსათვის თავდადებული თითოეული მოქალაქის სიცოცხლე. ქედს ვიხრი მდინარი ბებიაშვილის ხსოვნის წინაშე და ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, თანამებრძოლებს, შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას. საქართველოსათვის თავის გაწირვა ღირსეულთა ხვედრია და ჩვენი ქვეყანა არასოდეს დაივიწყებს ქართველ ჯარისკაცთა გმირულ თავდადებას.
სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ „მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაშავებულ სამ სამხედრო მოსამსახურეს: კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილს, უფროს ლეიტენენტ გიგა ხახუტაშვილს და კაპრალ გეგა ხარშილაძეს”, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.