ევროკავშირში, შესაძლოა, პლასტმასის ერთჯერადად გამოყენებადი ნივთები აიკრძალოს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ზღვის ცხოვრების დაცვას ისახავს მიზნად.
მმართველ ორგანო ასევე ითხოვს 2025 წლისთვის ყველა პლასტმასის ბოთლის შეგროვებას გადასამუშავებლად.
როგორც ცნობილია, გეგმას ვიდრე ევროპარლამენტში დასამტკიცებლად განიხილავენ, მანამდე ევროკავშირის წევრ 28 ქვეყანაში უნდა განიხილონ.
როგორც ევროკავშირში ამბობენ, აკრძალვა ხელს შეუწყობს თავიდან იქნას აცილებული 3.4 მილიონი ტონა ნახშირბადის გამონაბოლქვი, ასევე გარემოსთვის მიყენებული ზარალის თავიდან აცილებას, რაც 2030 წლისთვის შესაძლოა 22 მილიარდი ევროს ექვივალენტი დაჯდეს, გარდა ამისა, მომხმარებლები 6.5 მილიარდ ევროს დაზოგავენ.
„პლასტმასის ნარჩენებით გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად ევროპელებმა უნდა ვიმოქმედოთ და ის სუფთა ალტერნატივით ჩავანაცვლოთ“,_აცხადებს ევროკომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ფრანს ტიმერმანსი.