ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით, ცესკოსთან შეკრებულ მოქალაქეებს დღეს დაშლისკენ მოუწოდებენ. როგორც ისინი აცხადებენ, ხვალ, 9 ნოემბერს, 18:00 საათზე, საზოგადოება რუსთაველის გამზირზე ისევ შეიკრიბება.
„იმისთვის, რომ არ დაიწყოს აქციის მონაწილეების დაკავება და ცემა, მოვუწოდებთ, რომ დღეს დატოვონ ცესკოს ტერიტორია. ხვალ შევიკრიბებით ისევ რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ნიკა მელიას თქმით კი, ბრძოლა გრძელდება და ის არც ერთი წამით არ შეწყდება. ალეკო ელისშვილმა კი აქციის მონაწილეებს პერიმეტრის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
„ისინი რომ დაუნდობლები და უღმერთოები არიან და ყველაფერს იზამენ, რომ დაიცვან თამარ ჟვანია – ხმების ქურდი, რომ დაიცვან ნაქურდალი ხმები, ეს დავინახეთ. გვინდა, რომ ხალხი არ დაშავდეს, მაქსიმალურად გამოვარიდოთ ხალხი, იმიტომ,რომ ხედავთ, სადამდე გამოვარდნენ სპეცრამზელები და დაერივნენ ხალხს, გვინდა ვითარება განვმუხტოთ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დავზიანდით იმ ჯოჯოხეთური წყლის ჭავლისგან. გვინდა ყველას მოვუწოდოთ, რომ ნელ-ნელა იქნებ ეს პერიმეტრი გავათავისუფლოთ,“- განაცხადა ელისაშვილმა.