„ისლამური სახელმწიფო“ ფიფას 2018 წლის მსოფლიო თასის ჩემპიონატს ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვრცელდება.
„ტვიტერში“ ასევე ვრცელდება ფოტოები, სადაც არგენტინელი ფეხბურთელი, ლეონელ მესი სისხლიანი ცრემლებით ტირის.
„თქვენ ებრძვით სახელმწიფოს, რომელსაც სიტყვა დამარცხება არ აქვს ლექსიკონში“,_ასე წერია ფოტოზე, რომელზეც ლეონელ მესია გამოსახული.
როგორც ცნობილია, 2018 წლის მსოფლიო თასის ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში უნდა გაიმართოს.