ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სასწავლო ცენტრი _ ,,ისარელის ტექნოლოგიური ჰაბი“ გაიხსნა.
პროექტი ხორციელდება ისრაელის მხარის სრული დაფინანსებით და მისთვის გამოიყოფა განვითარების მრავალმილიონიანი ფონდი. რესურსი დაიხარჯება კადრების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახალი ტექნოლოგიური კომპანიების შექმნასა და განვითარებაზე. პროცესში ჩართული იქნებიან ისრაელის წამყვანი სპეციალისტები. გადამზადების პროგრამების გარდა, პროექტი გულისხმობს ახალი ტექნოლოგიური კომპანიების შექმნას, განვითარებას და მათი მდგრადობის მხარდაჭერას.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, აღნიშნული საინვესტიცო პროექტი, დიდ როლს შეასრულებს, ქვეყნის რეგიონულ-ტექონოლოგიურ ჰაბად ფორმულირებაში და ქართველი კადრების მიმართ საერთშორისო შრომის ბაზარზე ინტერსისი გაზრდაში.
,,ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც გათვლილია, ისრაელთან ტექნოლოგიურ თანამშრომლობაზე. ეს არის, ისრაელის როგორც ფინანსური ისე ინტელექტუალური მხარდაჭერა საგანმანათლებლო, სამეწარმეო და საერთაშორისო ბაზარზე დასქმების კუთხით. რომელიც, დიდ როლს შეასრულებს, ქვეყნის რეგიონალურ ტექონოლოგიურ ჰაბად ფორმულირებაში და ქართველი კადრების მიმართ საერთშორისო შრომის ბაზარზე ინტერსისი გაზრდაში“, _ განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.