იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ვინაობა ცნობილია. ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და ირაკლი შენგელია ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
მოსამართლეთა 21-ე რიგგარეშე კონფერენციაზე სასამართლო კორპუსი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მდივანს, ლევან მურუსიძის შემცვლელს და სადისციპლინო კოლეგიის ახალ სამ მოსამართლე წევრსაც ირჩევს.
ლევან მურუსიძეს, თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს და მერაბ გაინაშვილს საქმინობის ვადა ეწურებათ.
მოსამართლეთა კონფერენციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის ახალი ოთხი არამოსამართლე წევრიც ესწრება, რომლებიც პარლამენტმა 21 ივნისს დაამტკიცა – ირმა გელაშვილი (100 ხმით), ლევან გზირიშვილი (93 ხმით), ზაზა ხარებავა (84 ხმით), ნაზი ჯანეზაშვილი (108 ხმით).
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალი შემადგენლობით 26 ივნისს შეიკრიბება.